ფეხბურთი

16:31 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს გამოაკლდა: რისკს თავი აარიდეს

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. ქართველ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა და შეკრებაზე ჩამოვიდა, ინდივიდუალურადაც ივარჯიშა, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ რისკზე არ წავიდნენ.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელი რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ არ ითამაშებს. 20 წლის ფეხბურთელი ტრავმირებული იყო, ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელებული არაა და რისკზე წასვლა მხარეებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა „რუბინში“ ჯერ კიდევ აპრილში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. საქართველოს ნაკრები რუმინეთს 2 ივნისს, ხოლო ნიდერლანდებს 6 ივნისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111995