თამაშგარე

13:29 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიფ ბრასი - ტაილანდელი ასული იტალიური შტრიხებით

ტაილანდური წარმოშობის კიკბოქსიორი ნიფ ბრასი მსოფლიოს სპორტულმა საზოგადოებამ 2019 წელს გაიცნო, როდესაც მაშინ სუპერ-ტალანტად მიჩნეული მოიზე კინის გულისსწორის სტატუსით გამოსრიალდა ცის კაბადონზე და მსწრაფლივ დაიპყრო კაცთა გულებიცა და ფერადი ჟურნალების გარეყდებიც.

ახლა მიუხედავად იმისა, რომ მოიზეს სატრფო აღარაა, ამ ასულის პოპულარობა მაინც კარგად გაღვივებული ნაკვერჩხალივით ღუის. აპენინებზე პრაქტიკულად არ დარჩა სპორტული თოქ-შოუ, რომლის ფრიად ეპატაჟური სტუმარი და ათასი (ხშირ შემთხვევაში დაუჯერებელი) უცნაურობების მთქმელი არ გამხდარიყოს.

დაგვავიწყდა იმის თქმა, რომ ნიფ ბრასი მისი მშობიური ტაილანდიდან იტალიაში 11 წლის ასაკში ჩავიდა. ახლა ტურნირებზეც იტალიის სახელით გამოდის და რამე რომ იყოს, თავს ჭეშმარიტ იტალიელად რაცხს. ბავშვობიდან მისი კუმირი ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო იყო, რომელსაც რამდენჯერმე შეხვდა და ამ შეხვედრებს ახლაც დიდი ემოციით იხსენებს.

0.174936