ფეხბურთი

12:23 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ თემურ ქეცბაიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ კვიპროსული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ქეცბაია გუნდში 2023 წლამდე დარჩება, მისი ძველი კონტრაქტი 31 მაისს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმება შეძლეს და თემურს შეუძლია კლუბი მომდევნო სეზონისთვის მოამზადოს.

53 წლის სპეციალისტი „ანორთოსისში“ 2019 წელს დაბრუნდა და ჯერ კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო შემდეგ კვიპროსის თასი მოიგო, რომელიც ფამაგუსტელთათვის პირველი ტიტული იყო 13 წლის შემდეგ.

ქეცბაიას „ანორთოსისში“ როგორც მწვრთნელს, ორ-ორჯერ აქვს კვიპროსის ჩემპიონობა და თასი მოპოვებული, ერთხელ კი კვიპროსის სუპერთასი. გარდა ამისა, 2008-2009 წლების სეზონში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ათამაშა, რაც იმ დროისთვის კვიპროსული ფეხბურთისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11532