სხვა

3:26 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს ყველაზე გრძელი ეტაპი იტალიელმა ალბერტო ბეტიოლმა მოიგო

ჯირო დ’იტალიას მე-18 ეტაპი ყველაზე გრძელი, 231-კილომეტრიანი იყო და ის იტალიელმა ალბერტო ბეტიოლმა მოიგო, ვისთვისაც ეს ველომარათონის ეტაპზე, კარიერაში პირველი გამარჯვებაა. მალია როსა კი კვლავაც კოლუმბიელი ეგან ბერნალია.

ეტაპზე გამარჯვებისთვის, ბეტიოლს (EF ედუქეიშენ-ნიპო) მეტოქეობა ფრანგმა რემი კავანიამ (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) გაუწია, მაგრამ ბოლო აღმართზე იტალიელმა შეძლო დაწინაურება და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა. კავანიამ საბოლოოდ, მეცხრე დრო დააფიქსირა. მეორე და მესამე ადგილები კი იტალიელმა სიმონე კონსონიმ (კოფიდისი, ჩამორჩენა 17 წამი) და იტალიელმ ნიკოლას როშემ (ტიმ DSM, ასევე 17 წამი) დაიკავეს.

„ძალინ მინდოდა ასეთი გამარჯვება. რამდნჯერმე მიზანთან ახლოსაც ვიყავი. ჯიროს მესამე კვირაში პელოტონის ჩამოტოვება ყოველთვის ძნელია. ბევრმა მრბოლმა სცადა დღეს მოგება. ბოლოს ბევრს მოუწია ჩემი ველოსიპედის უკანა ბორბლის ცქერა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კავანია რაღაცას ეცდებოდა. ბედად, მისი დაწევა შევძელი და მაშინვე გავასწარი. მე მისი ფსიქოლოგურად დაჯაბნა ვცადე და ამან გაამართლა“, - ყვება ბეტიოლი.

კავანიამ განაცხადა, რომ დაწინაურება მეტისმეტად ადრე სცადა და ბოლოს ძალა აღარ ეყო. „დროზე რბოლამდე, ბოლო შანსის გამოყენება ვცადეთ. შესაძლოა, ძალინ ადრე დავიწყე შეტევა. ძალიან ძნელი იყო ყველას წინააღმდეგ ყოფნა. პელოტონში ბევრი კარგი მრბოლი და გუნდია. ეს კი გამრჯვებას ყოველთვის ართულებს“, - ამბობს კავანია.

პელოტონმა და მასთან ერთად ბერნალმა (ინეოს გრენადერსი) ფინიშს 20 წუთის დაგვიანებით მიაღწია. თუმცა ესეც საკმარისი იყო სტარტამდელი უპირატესობის შესანარჩუნებლად. ის კვლავ 2 წუთსა და 21 წამს უგებს მეორეზე მყოფ იტალიელ დამიანო კარუზოს (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) და 3 წუთსა და 23 წამს, ბრიტანელ საიმონ იეიტსს (ტიმ ბაიკექსჩეინჯი).

0.137341