ჩოგბურთი

2:38 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსზე დიდი სამეული ბადის ერთ მხარეს მოხვდა

დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელი როჯერ ფედრერი, როლან გაროსის 13-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, საფრანგეთის ღია პირველობის კენჭისყრამ, მამაკაცთა ბადის ერთ მხარეს შეკრიბა.

ჩოგბურთის ისტორიაში სამ ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს, დიდი სლემის ბოლო 20 ტურნირიდან 17 აქვს მოგებული. ფედერერს და ჯოკოვიჩს, თუ მანამდე გასვლას მოახერხებენ, დაპირისპირება მეოთხედფინალში ელით. რაფაელ ნადალს კი მეოთხე წრეში, იტალიელ ამომავალ ვარსკვლავთან, იანიკ სინერთან (განთესვის ნომერი 18) დაპირისპირება ელის. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სინერს შარშან მეოთხედფინლში შეხვდა.

მეორე ნახევარში, ავსტრიელ დომინიკ თიმს, ვინც შარშან ნადალთან ფინალში დამარცხდა, მეოთხედფინალში გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან შეხვედრა ელის.

ქალთა ბადეში ჩემპიონ იგა სვიატეკს (პოლონეთი), ვისაც 20 წელი ორშაბათს შეუსრულდება, შარშანდელ ფინალისტ სოფია კენინთან (აშშ) შეხვედრის პერსპექტივა მეოთხედფინალში აქვს. მანამდე კენინს რთული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი ტურნირის 2017 წლის ჩემპიონთან, ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან.

იაპონელმა ნაომი ოსაკამ, ვინც შარშან როლან გაროსი გამოტოვა, განაცხადა, რომ ტურნირის მსვლელობისას, მედიასთან საუბარს არ აპირებს. მას იმის შანსი აქვს, რომ ნახევარფინალში სერენა უილიამსს დაუპირისპირდეს. ამერიკელი მე-7 ნომრად არის განთესილი და კარიერაში დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.

რაც შეეხება მსოფლიოს პირველ ჩოგან ეშლი ბარტის (ავსტრალია), მას სვიატეკთან შესაძლო შეხვედრა ნახევარფინალში ელის.

0.145827