ფეხბურთი

22:38 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ჩემპიონთა ლიგა "რეალის", "ბარსას" და "იუვეს" გარეშეც კარგი იქნება"

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი „ბარსელონას“, „რეალისა“ და „იუვენტუსის“ ევროტურნირებიდან მოკვეთას მხარს უჭერს, იმის მიუხედავად, რომ ორი კლუბი ესპანურია.

ტებასის განცხადებით, ამ გუნდების პრეზიდენტები დანარჩენებს იდიოტებად თვლიან და ამიტომ, მკაცრი სასჯელი სამართლიანი იქნება.

„სუპერლიგა ჯერ არ მომკვდარა, სამი პრეზიდენტი რომლებმაც ის შექმნეს, თვლიან, რომ ისინი ფეხბურთის მხსნელები არიან და დანარჩენები იდიოტები. ეს განსაკუთრებით ბატონ ფლორენტინო პერესზე ითქმის. სინამდვილეში სამივემ უნდა გაიღვიძოს, რადგან მათი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ მდიდარ ფეხბურთელებს შეეძლოთ თავიანთ ავტოფარეხებში დამატებით ფერარი ჰყავდეთ. არც ჯანი ინფანტინო იქცეოდა კარგად. მხოლოდ დიდ კლუბებზე ფიქრობდა და მას მხოლოდ მისი ახლო წრე აინტერესებს.

სუპერლიგა ეწინააღმდეგება მერიტოკრატიას და ამიტომ წარმოადგენს დიდ საფრთხეს, რასაც ვერ დავუშვებთ. ეს არის თავდასხმა სპორტის საფუძვლების წინააღმდეგ, ეს არის თავდასხმა ეკონომიკური სტაბილურობის წინააღმდეგ, რადგან ის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ინტერესს ითვალისწინებს და მისი მიზანი ეროვნული ჩემპიონატების დაცარიელებაა.

თუ ეს სამი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ პასუხისმგებლობაც საჭიროა საკუთარ ქმედებაზე. ვერ მოაწყობ სახელმწიფო გადატრიალებას და მერე ვერ მოიქცევი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. თუ უეფა გადაწყვეტს სამივე კლუბის სანქცირებას, მე მხარს დავუჭერ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ორი კლუბი ესპანურია. ჩვენ, როგორც ლა ლიგა, სანქცირებულ ესპანურ კლუბებს არ დავიცავთ, თუ უეფას იურიდიული შეთანხმება ექნება სანქცირების შესახებ, ლა ლიგა არაფერს იტყვის. ჩემპიონთა ლიგა მზადაა, რომ „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ გარეშე ჩატარდეს, „მანჩესტერი“ 5 წელი იყო მოკვეთილი, „მილანიც“ მოკვეთილი იყო, მაგრამ ევროპაში შეუცვლელი არავინაა“, - თქვა ტებასმა.

0.115502