ფეხბურთი

23:55 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები მზადებას 25 ფეხბურთელით განაგრძობს

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდმა შეკრების მეოთხე დღეს 25 ფეხბურთელით ივარჯიშა.

გუნდს შეუერთდა ესპანური „კარტახენას“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, ასევე პირველად ივარჯიშა ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელმა სერგო კუხიანიძემ

ვილი სანიოლის განკარგულებაში ამ ეტაპზე მხოლოდ გურამ გიორბელიძე არ არის, რომელიც ავსტრიაში კლუბთან ერთად მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება და ნაკრებს 31 მაისს შეუერთდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს ამხანაგურ მატჩს სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 6 ივნისს, ასევე გასვლაზე ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი)

0.116848