ფეხბურთი

16:45 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველო სომხეთსა და ვიეტნამს შორის

ფიფამ ეროვნული ნაკრებების მორიგი თვის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელი დარჩა. ვილი სანიოლის გუნდს 1259 სარეიტინგო ქულა აქვს და კვლავ 91-ე პოზიციას იკავებს.

საქართველოს ნაკრებს მარტის შემდეგ თამაში არ ჩაუტარებია და ლოგიკურია, რომ რეიტინგში იგივე ქულათა რაოდენობა და პოზიცია დარჩა, რომელსაც აქამდე იკავებდა.

...88. გაბონი - 1278 ქულა

89. ბელარუსი - 1276

90. სომხეთი - 1273

91. საქართველო - 1259

92. ვიეტნამი - 1258

93. ლიბანი - 1256

94. კონგო 1255

საქართველოს ნაკრების უახლოეს მეტოქეებს რაც შეეხება, ნიდერლანდების ნაკრები რეიტინგში 1598 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო რუმინეთს 1449 ქულა აქვს და 43-ე პოზიციაზე იმყოფება.

აპრილში სანაკრებო მატჩები არ ჩატარებული და ბუნებრივია, რომ რეიტინგში წინა თვესთან შედარებით ცვლილება პრაქტიკულად არ მომხდარა. უცვლელია მოწინავე ათეულიც, რომელსაც ბელგიის ნაკრები ლიდერობს.

1. ბელგია - 1783 ქულა

2. საფრანგეთი - 1757

3. ბრაზილია - 1742

4. ინგლისი - 1686

5. პორტუგალია - 1666

6. ესპანეთი - 1648

7. იტალია - 1642

8. არგენტინა - 1641

9. ურუგვაი - 1639

10. დანია - 1631

0.116645