ფეხბურთი

14:44 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალს" ზინედინ ზიდანი აღარ გაწვრთნის

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ზინედინ ზიდანმა დატოვა. ინფორმაცია „სამეფო კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგ სპეციალისტს მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა მისი ნაადრევად გაწყვეტა გადაწყვიტა.

„დროა პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას და დავაფასოთ მისი პროფესიონალიზმი და ერთგულება ამ წლების განმავლობაში და იმისთვის, თუ რას წარმოადგენს მისი ფიგურა მადრიდის „რეალისთვის“.

ზიდანი "რეალის" ერთ-ერთი უდიდესი მითია და მისი ლეგენდა სცილდება იმას, რაც მან გააკეთა, როგორც კლუბის მწვრთნელი და ფეხბურთელი. მან იცის, რომ მადრიდის რეალი არის და ყოველთვის იქნება მისი სახლი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზიდანს „რეალის“ გარდა სხვა გუნდში არ უმუშავია. მან კლუბი 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და 2018 წლამდე ავარჯიშებდა. შემდეგ მადრიდული გრანდი დატოვა და 2019 წლის მარტში ისევ დაბრუნდა. „რეალს“ ზიდანმა ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი ორ-ორჯერ მოაგებინა, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს მადრიდულ გრანდს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110626