უახლოეს ხანში ტურინის „იუვენტუსში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვლება - გვამცნობს Sky Sport Italia.
წყაროს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ ამჟამინდელ დამრიგებელ ანდრეა პირლოს გაათავისუფლებს და დააბრუნებს მასიმილიანო ალეგრის, რომელიც გუნდს 2014-19 წლებში თავკაცობდა და ზედიზედ ხუთჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი.
კონტრაქტს ხელს ხვალ შუადღემდე მოაწერენ. ხელშეკრულება სამი ან ოთხწლიანი იქნება.