ბოლო სამი ათწლეულის სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ აღმოჩნდება, რომ იტალიაში ყველაზე მეტი ქალი გულშემატკივარი სტადიონის ტევადობაზე გაანგარიშებით ფლორენციის “არტემიო ფრანკიზე“ დადის, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ “ფიორენტინა“ ქალთა შორის განსაკურებით პოპულარული კლუბია.
სწორედ ეს არცთუ უმნიშვნელო სტატისტიკა გახდა ფლორენციული კლუბის ამჟამინდელი მენეჯერისა და რეალური მმართველის, ჯუზეპე იაკინი ინიციატივის წყარო, რომელმაც განაცხადა, რომ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი - 2021-2022 წლების საფეხბურთო სეზონიდან ქალებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს.
საუბარია ქალებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებაზე როგორც მთელი წლის აბომინიმენტებზე, ასევე კონკრეტული მატჩების ბილეთებზე. იაკინის განმარტებით, ქალბატონებს ბილეთების შეძენა მთელი 40%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ, რაც პანდემიის ჟამს შემოსავალშეცოტავებული ქომაგებისთვის ჭეშმარიტად კარგი და სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.