ფეხბურთი

13:20 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა გვარდიოლას „ბარსელონაში“ დაბრუნებას გეგმავს

„ბარსელონას“ ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, კლუბში ყოფილი დამრიგებლის, ხოსეპ გვარდიოლას დაბრუნებას გეგმავს - გვამცნობს AS. მოგეხსენებათ, ესპანელი სპეციალისტი ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია.

გამოცემის ინფორმაციით, ლაპორტა გვარდიოლას 30 მაისს დაუკავშირდება და კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე დაელაპარაკება.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

გვარდიოლა „ბარსელონას“ 2009-12 წლებში წვრთნიდა.

0.110958