„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ვერ შეძლო ბოლო 36 თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება - გვამცნობს WhoScored.com.
წყაროს ინფორმაციით, ესპანელმა კარის დარაჯმა პენალტი ბოლოს 2016 წლის 23 აპრილს მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათ საღამოს, ევროპა ლიგის ფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვილიარეალთან“ პენალტების სერიაში წააგო (10:11. ძირითადი და დამატებითი დრო - 1:1). დე ხეამ ვერცერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. საკუთარი დარტყმა კი გააცუდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგეთი სტატისტიკა თუ ჰქონდა, მასეთ დროს მეკარის შეცვლა ჯობია ხოლმე თამაშის ბოლოს... მეტოქე გუნდზე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს.