ფეხბურთი

10:51 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კავანი „მანჩესტერის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ევროთასის ფინალში გაუტანია

ევროპა ლიგის ფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვილიარეალთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა (10:11, ძირითადი და დამატებითი დრო - 1:1). მატჩის 55-ე წუთზე ანგარიში „მანჩესტერის“ შემტევმა, ედინსონ კავანიმ გაათანაბრა. ამისდაკვალად, ურუგვაელი, რომელიც ახლა 34 წლის და 101 დღისაა, ინგლისური კლუბის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ევროთასის ფინალში გაუტანია.

მანამდე ასეთი ტედი შერინგემი გახლდათ, რომელსაც თავი 33 წლისას და 54 დღისას გამოეჩინა.

0.121032