ჯირო დ’იტალიას მე-17 ეტაპი ირლანდიელმა დენ მარტინმა მოიგო. მისთვის ეს მესამე ველომარათონია, რომლებზეც ეტაპი აქვს მოგებული. აქამდე მას ტურ დე ფრანსსა და ვუელტაზე ორ-ორი ეტაპი ჰქონდა მოგებული. რბოლის ლიდერ ეგან ბერნალს კი დაღლის პირველი ნიშნები დაეტყო.
მარტინმა (ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენ) 193-კილომეტრიან სამთო ეტაპის მიწურულს, დაწინაურებულთა ჯგუფი უკან ჩამოიტოვა და ფინიშს პირველ მიაღწია. მას 13 წამით ჩამორჩა პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდა (დესონინკ-ქვიკ სტეპი) და 30 წამით - ბრიტანელი საიმონ იეიტსი (ტიმ ბაიკ ექსჩეინჯი).
11.2-კილომეტრიანი აღმართის ბოლო 4 კილომეტრის დასაწყისში, იეიტსი მხნედ გამოიყურებოდა და დაწინაურებულთა მცირე ჯგუფს ტემპს აძლევდა. ჯგუფში ბერნალიც (ინეოს გრენადერსი) იყო, რომელსაც მხარს თანაგუნდელი და თანამემამულე დანი მარტინესი უჭერდა.
მარტინმა რომ შეტევა დაიწყო, მისი გაყოლა ალმეიდამ სცადა, მაგრამ ირლანდლის ტემპს ვერ გაუძლო და მეორე ადგილს დასჯერდა. ბერნალი ფინიშთან მეშვიდე მივიდა და იეიტსს 53 წამით ჩამორჩა. ამის მიუხედავად, ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონ ისევ ინრჩუნბს უპირატესობას - მეორეზე მყოფ იტალიელ დამიანო კარუზოს 2 წუთსა და 21 წამს უგებს (3 წამით ნაკლებს, ვიდრე ეტაპის სტარტამდე). იეიტსმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ის ახლა ბერნალს 3 წუთით და 23 წამით ჩამორჩება.
„დღეს ძალიან გამიჭირდა. ბოლო კილომეტრებზე მკვეთრი აღმართის გავლამ მოგვიწია. ვცდილობდი, იეიტსს მივყოლოდი. მაგრამ დრეს ის უფრო სწრაფი და გამძლე იყო. ამიტომ ვცადე, რომ კარუზოსთან ერთად მაინც მიმეღწია ფინიშთან, ვინც კლასიფიკაციაში ჩემთან ყველაზე ახლოსაა. მასთან სულ რამდნმე მეტრი წავაგე“, - ყვება ბერნალი.
ჯიროს დასრულებამდე სულ ოთხი ეტაპიღაა დარჩენილი.