ფეხბურთი

1:34 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანმა "რეალის" დატოვება გადაწყვიტა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ზინედინ ზიდანი ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერში წერს.

წყაროს თანახმად, „ზიზუმ“ „რეალის“ დაუყოვნებლივ დატოვება გადაწყვიტა. ამ ეტაპზე სხვა დეტალი არ ვრცელდება. ფრანგს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ მზადაა ხელშეკრულება გაწყვიტოს.

ზიდანის „რეალიდან“ წასვლამ შესაძლოა „იუვენტუსის“ გეგმაზე გავლენა იქონიოს. საქმე ისაა, რომ ტურინელები ძალიან ახლოს არიან მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებასთან, მაგრამ იტალიელი სპეციალისტის პრიორიტეტი სწორედ ესპანური გრანდია და ზიდანის გადაწყვეტილებას ისიც ელოდებოდა. მაქსის აგენტი მადრიდში იმყოფება და რეალურია, რომ ზიდანი სწორედ მან ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანს „რეალის“ გარდა სხვა გუნდში არ უმუშავია. მან კლუბი 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და 2018 წლამდე ავარჯიშებდა. შემდეგ მადრიდული გრანდი დატოვა და 2019 წლის მარტში ისევ დაბრუნდა. „რეალს“ ზიდანმა ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი ორ-ორჯერ მოაგებინა, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111191