„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი სპეციალისტი დედაქალაქური კლუბის წინადადებას დათანხმდა და მუშაობას შეუდგება.
ცხადაძე გიორგი ნემსაძეს შეცვლის, რომელიც მწვრთნელის პოსტი დატოვა, მაგრამ კლუბში რჩება. ნემსაძე თბილისელთა სპორტული დირექტორის თანამდებობას ჩაიბარებს.
გიორგიმ „დინამო თბილისი“ სეზონის წინ ჩაიბარა და გუნდს საქართველოს სუპერთასი მოაგებინა, ეროვნულ ლიგაში კი გუნდი 15 ტურის თავზე 31 ქულით „დინამო ბათუმთან“ ერთად თანალიდერია.
კახა ცხადაძე „დინამოს“ 2005-2006 წლებში წვრთნიდა. მას ასევე უმუშავია თბილისის „ლოკომოტივში“, „სიონში“, ბაქოს „სტანდარტში“, ბაქოს „ინტერში“, „კაირატში“, „ორდაბასში“, საქართველოს ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არჩევანი როგორც ასეთი მშვენიერია, თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება რომ მთლად ციდან ვარსკვლავები არ აქვს ჩამონაწყვეტი ცხადაძეს
მე იმის ეჭვი უფრო მაქვს რომ დინამოს ხელმძღვანელობა ნორმალურად არც თავისუფლებას და დროს მისცემენ ცხადაძეს, თორემ ამ ეტაპზე ამაზე უკეთესს ვერც იშოვიდნენ
დიდი იმედი მაქვს, ცხადაძის ხელში, დინამო შესამჩნევად გაძლიერდება და თუ ხელშეწყობა ექნა წარმატებებიც მოვა
ცხადაძე ალბათ სეზონის ბოლომდე მერე ისევ სხვა იქნება
ფიფია თუ დააცდის კაი გუნდს დააყენებს ... იმედია ბათუმი მოუმატებს კიდევ და 2 - 3 სერიოზული გუნდი იქნება ჩემპიონატში
ცხადაძე საქართველოში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია, დასამტკიცებელი არაფერი აქვს. თუ თავის გემოზე საქმის კეთებას აცდიან და ფიფია რაიმე ფოკუსს კიდევ არ მოიგონებს, დინამოს პროგრესი ექნება მის ხელში.
მოიცა,ნემსო დააწინაურეს?!
ეხლა ნახე ესენი რას იზამენ აწი
ლოკოს და საბურთალოს დაბრდღვნიან სულ

