ფეხბურთი

21:26 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: "დონარუმას და "მილანის" გზები გაიყო და მას წარმატებებს ვუსურვებთ"

იტალიური „მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა გუნდს ტოვებს. მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ და 22 წლის კარის დარაჯი მშობლიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„ვფიქრობ, რომ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა ფეხბურთელს, რომელმაც ეს წარმოუდგენელი სეზონი შექმნა. ჯიჯო მთავარი გმირი იყო, ლიდერი, ხშირად კაპიტანი. ზოგჯერ ხალხს უჭირს იმის გაგება, თუ რას ნიშნავს იყო პროფესიონალი. პროფესიონალად ყოფნა ნიშნავს იმასაც, რომ მზად ხარ მაისურის შეცვლისთვის. ძნელია იპოვო ისეთი კარიერა, რომელიც იწყება და მთავრდება ერთ ადგილას. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც გუნდისთვის ყველაფერს იძლევა და ჯიჯომ ეს გააკეთა, მას არასდროს ჰქონია „მილანისადმი“ პატივისცემის ნაკლებობა. ჩვენი გზები იყრება და მას წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა „მილანის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 251 თამაში ჩაატარა. ის 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ამჟამად ყველაზე აქტიურად „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ. „როსონერიმ“ მისი შემცვლელი უკვე მოძებნა და ფრანგული „ლილის“ კარის დარაჯი მაიკ მენიო დაიმატა, რომელმაც მილანში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

0.108967