ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. მან 34-კაციანი გაფართოებული სია 26-მდე შეამცირა და საბოლოოდ ცნობილია ის ფეხბურთელები, რომლებიც ნიდერლანდებს ევრო 2020-ზე წარმოადგენენ.
მეკარეები: იესპერ სილესენი (ვალენსია, ესპანეთი), ტიმ კრული (ნორვიჩი, ინგლისი), მარტენ სტეკელნბურგი (აიაქსი)
მცველები: პატრიკ ვან ანჰოლტი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დელეი ბლინდი (აიაქსი), დენზელ დიუმფრისი (პსვ), მატიას დე ლიხტი (იუვენტუსი, იტალია), იურენ ტიმბერი (აიაქსი), ჟოელ ველტმანი (ბრაიტონი, ინგლისი), სტეფან დე ვრეი (ინტერი, იტალია), ოუენ ვეინდალი (ალკმაარი)
ნახევარმცველები: დონი ვან დე ბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), ტეუნ კოპმეინერსი (ალკამაარი), მარტენ დე რუნი (ატალანტა, იტალია), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ლივერპული, ინგლისი), ქვინსი პრომესი (სპარტაკი, რუსეთი), დევი კლაასენი (აიაქსი)
თავდამსხმელები: სტივენ ბერგიუსი (ფეიენოორდი), კოდი გაკპო (პსვ), დონიელ მალენი (პსვ), ლუკ დე იონგი (სევილია, ესპანეთი), მემფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი), ვუთ ვეგორსტი (ვოლფსბურგი, გერმანია)
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში, უკრაინის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. აქვე გეტყვით, რომ ფრანკ დე ბურის გუნდი ევრო 2020-მდე 6 ივნისს, ენსხედეში ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრებთან გამართავს.