ჩოგბურთი

16:23 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე როლან გაროსზე ასპარეზობას განაგრძობს - ბოლქვაძე ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე საფრანგეთის ღია პირველობაზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს და ძირითად ბადემდე ერთი გამარჯვებაღა აკლია.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა 29 წლის ჩოგბურთელმა ბულგარელ ელიცა კოსტოვასთან ჩაატარა, რომელმაც საკმაოდ თანაბარი ბრძოლა გაუმართა, თუმცა საბოლოოდ ჩვენებურმა ორ სეტში 7:6 (7:5) 6:3 იმარჯვა.

გორგოძის მეტოქეს 3 ეისი ჰქონდა, თავად კი არცერთი. ორივე მათგანმა თითო ორმაგი შეცდომა დაუშვა. ქართველი სპორტსმენი კოსტოვას მეორედ შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში ბალანსი გაათანაბრა, რადგან 2016 წელს, ბუდაპეშტის ტურნირზე 2 სეტში თავად ჰქონდა წაგებული. მისი მომდევნო მეტოქე კი ესპანელი ნურია პარიზას დიაზი იქნება.

სამწუხაროდ როლან გაროსს გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე. ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი ვერა ზვონარევას ბარიერი ვერ დაძლია და ორ სეტში, უშანსოდ 3:6, 1:6 დამარცხდა.

0.114319