ფეხბურთი

15:56 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ - კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია (+VIDEO)

ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

გამარჯვებული 21-წლამდე ფეხბურთელებში ირჩევა და გამოკითხვაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი, პრემიერლიგის კლუბების მწვრთნელები, კაპიტნები და Match Premier-ის კომენტატორები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გასულ სეზონშიც დასახელდა და შესაბამისად, ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 2020-2021 წლების სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და მოპოვებული 4 პენალტით გამოიჩინა.

0.118662