სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

13:31 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: სერიის მეორე დაპირისპირებები და დღის გამოკვეთილი ფავორიტები (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამთენიას 3 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე გამორჩეული კი „ლოს ანჯელეს კლიპერსისა“ და „დლას მავერიქსის“ დაპირისპირება გამოდგა.

რიკ კარლაილის გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და სერიაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. ხოლო უშუალოდ დღევანდელ მატჩში „დალასმა“ მეტოქეს 6-ქულიანი სხვაობით, 127:121 აჯობა.

ყველაზე მეტი ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა, 29 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 41 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. გამარჯვებულთა რიგებში კი ყველაზე შედეგიანი ლუკა დონჩიჩი გამოდგა. 22 წლის სლოვენიელმა 38 წუთში - 39 ქულა, 7 მოხსნა და ამდენივე პასი მიითვალა. ერთადერთი ორმაგი დუბლი პოლ ჯორჯის ანგარიშზეა - 28 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი.

ამ მარცხით კავაი ლეონარდი და კამპანია მეტოქეს სერიოზულ ფორას აძლევს, სერიის მე-3 შეხვედრა დალასში, 29 მაისს გაიმართება.

„კლიპერსისგან“ განსხვავებით საკუთარი შეხვედრა მოიგო თანაქალაქელმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. ფრენკ ვოგელის გუნდმა „ფინიქს სანსი“ დაძაბულ შეხვედრაში 109:102 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ჩემპიონი მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა, მეტოქემ ჩამორჩენა ბოლო მეოთხედში აღმოფხვრა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა და ლოს ანჯელესელებმა ენტონი დევისისა და ლებრინ ჯეიმსის სამქულიანებით თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულეს. განსაკუთრებით ეფექტური კი ენტონი დევისის ბრწყინვალე პასის შემდგომ, ლებრონის ჩაგდებული სამქულიანი გამოდგა.

აღნიშნულ შეხვედრაში ლიდერობა სწორედ ენტონი დევისმა ითავა, მან პარკეტზე 40 წუთი გაატარა, რა დროშიც 34 ქულით, 10 მოხსნითა და 7 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. ლებრონ ჯეიმსმა კი შეხვედრა 23 ქულით, 4 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.

დამარცხებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი დევინ ბუკერი გამოდგა, რომელმაც 31 ქულასთან ერთად 1 მოხსნა და 3 პასი გაახერხა.

არიგად, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, ხოლო მომდევნო მატჩი 30 მაისს არის დაგეგმილი.

დღის მესამე შეხვედრა „ბრუკლინ ნეტსისა“ და „ბოსტონ სელტიკს“ შორის გაიმართა, რომელიც „ბრუკლინმა“ დიდი ანგარიშით 130:108 მოიგო და სერიაში ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა.

შედეგიანიობით სტივ ნეშის გუნდმა მეტოქე აშკარად დაჯაბნა, რადგან ჩაგდებული ქულებით პირველი 3 ადგილი კევინ დურანტმა: 26 ქულით, 8 მოხსნიტა და 5 ქულით, ჯო ჰარისმა 25 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა: 20 ქულით 5 მოხსნითა და 7 პასით გადაინაწილეს.

„ბოსტონიდან“ კი ყველაზე მეტი ქულა მარკუს სმარტმა ჩააგდო, რომელმაც 19 ქულას, 3 მოხსნა და 6 პასი წაამატა, ერთადერთი ორმაგი დუბლი ასევე დამარცხებული გუნდის კალათბურთელმა ტრისტან ტომპსონმა მიითვალა - 15 ქულა და 11 მოხსნა.

„ბრუკლინ ნეტსი“ სერიაში 2:0-ს იგებს, მესამე შეხვედრა კი 29 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119281