ფეხბურთი

12:58 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტრაბზონსპორის" ფანები ჟერვინიოს და ბრუნო პერესს ემოციურად დახვდნენ (+VIDEO)

თურქულმა „ტრაბზონსპორმა“ იტალიის სერია A-დან ორი ფეხბურთელი, ბრუნო პერესი და ჟერვინიო დაიმატა. ბრაზილიელი და კოტ დივუარელი მოთამაშეები თურქეთში უკვე ჩავიდნენ და მათ ფანები სიმღერებით შეეგებნენ.

„ტრაბზონსპორის“ ფანები თავიანთი ემოციურობით გამორჩეულები არიან და გასაკვირი არ არის, რომ იტალიიდან განხორციელებულ ტრანსფერებზე შესაფერისი რეაქცია ჰქონდათ.

ბრუნო პერესმა გასულ სეზონში „რომას“ მაისურით 43 მატჩში ორი გოლი გაიტანა. 31 წლის მცველს „გუარანიში“, „სანტოსში“, „ტორინოში“, „სან პაულუსა“ და „რესიფეში“ უთამაშია.

33 წლის ჟერვინიო თავის დროზე „ბევერენში“, „ლე მანში“, „ლილში“, „არსენალში“, „რომასა“ და „ჰებეიში“ ირჯებოდა, ხოლო 2018 წლიდან „პარმას“ რიგებში ირიცხებოდა, რომლის მაისურით სამ სეზონში 86 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

0.123175