უეფა „ბარსელონას“, „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ საქმის დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს. ამის შესახებ უეფა ოფიციალური განცხადებით იტყობინება.
როგორც მასშია აღნიშნული, საქმის აღძვრის მიზეზი სუპერლიგის პროექტის გამო უეფას სამართლებრივი ჩარჩოს შესაძლო დარღვევაა. ამ გუნდების მიმართ უფრო სერიოზული სანქციები იმითაა გამოწვეული, რომ ისინი დღემდე სუპერლიგაში რჩებიან.
„უეფას ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორების მიერ ჩატარებული გამოძიების დასრულების შემდეგ ე.წ სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით მადრიდის „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო უეფას სამართლებრივი ჩარჩოების შესაძლო დარღვევის გამო“, - წერს უეფას ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა 12 კლუბიდან ცხრამ დატოვა, მაგრამ ჯერჯერობით „რეალი“, „ბარსა“ და „იუვე“ პროექტზე უარს არ ამბობენ.