ფეხბურთი

22:14 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებაზე: "დეშამს პირადად შევხვდი და ყველაფერზე ვისაუბრეთ"

კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ის დიდიე დეშამს შეხვდა და გადაწყვეტილება ერთად მიიღეს.

„გასული სამშაბათი განსაკუთრებული იყო. მადრიდში, ჩემს სახლში ყოფნისას უამრავი შეტყობინება მივიღე. ბევრი ადამიანი ელოდა, რომ ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდებოდი. სიხარულის და სიამაყის გრძნობას განვიცდიდი. დეშამს პირადად შევხვდი, სატელოფონო საუბარი არ ყოფილა. მივედით იმ დასკვნამდე, რომ სწორად მოვიქეცით. ერთმანეთი 2015 წლის მერე არ გვინახავს, მაგრამ მას კარგად შევხვდი. ვისაუბრეთ ყველაფერზე: ფეხბურთზე, ცხოვრებაზე, ოჯახზე. მე და დეშამმა ყველაფერი სათქმელი ვუთხარით, რაც ჯერ კიდევ კიდევ 2015 წელს გვქონდა სათქმელი“, - თქვა ბენზემამ L’Equipe-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში მატიე ვალბუენას შანტაჟის თემასთან დაკავშირებით 2015 წლიდან არ იძახებდნენ. თუმცა, „რეალის“ თავდამსხმელი „მამლების“ რიგებს დაუბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112648