ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი „რუბინიდან“ წასასვლელად მზად არის. რუსი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ხვიჩას უკვე შეუძლია შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და შეიძლება ეს ამ ზაფხულსაც მოხდეს.
- რა არის საუკეთესო გამოსავალი კვარაცხელიასთვის ამ ზაფხულს?
- მოლაპარაკებების თემაში ჩაფლული არ ვარ, ეს კლუბის პრეროგატივაა. ჩემი აზრით, მზად არის შემდეგი ნაბიჯისთვის. ვფიქრობ, ის ამას გააკეთეს, რატომ უნდა გააჩერო მოძრავი მატარებელი?
- თქვენ თქვით, რომ როდესაც პირველად „რუბინში“ მიხვედით და ხვიჩა ნახეთ, მიხვდით კლუბში რატომაც იმყოფებოდით. რთული არ იქნება მასთან განშორება? ძნელია ასეთი ტალანტის ჩანაცვლება.
- მე იმდენად გამოცდილი ვარ, ასეთ სიტუაციებში ხშირად ვყოფილვარ, როდესაც ჩემს გუნდს საუკეთესო ფეხბურთელები ტოვებენ და მე შინაგანი კმაყოფილების განცდა მაქვს, რადგან ნიჭს ახალ დონეზე ასვლაში დავეხმარე. მესმის, რომ არსებობს საფეხბურთო ადგილები, სადაც ფეხბურთელის განვითარება უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე რუსეთში.
- როგორ გააგრძელებს „რუბინი“ თამაშს მისი წასვლის შემდეგ თუ ეს არ იქნება სისტემური დანაკარგი?
- უბრალოდ შემცვლელს ვიპოვოთ, სტრუქტურულად რამის შეცვლა არ მოგვიწევს. განსხვავება ხვიჩასა და ინ ბომს შორის ისაა, რომ ის არ არის გუნდის ხერხემალი, ნათელი ფეხბურთელია, მაღალი ხარისხის, მაგრამ სისტემური ფორმირება საჭირო არაა. ამ მხრივ არაფერის შეცვლა არ მოგვიწევს. მოდელის საფუძველზე მოვძებნით მსგავს ფეხბურთელს, მაგრამ არ შევცვლით თამაშის სტილს და სისტემას.
- კიდევ ეძებთ ხვიჩას შემცვლელს თუ უკვე იპოვეთ?
- უამრავი ვარიანტი გვაქვს. არსებობს ზურიკო, რომელიც შეიძლება იყოს ხვიჩას პირდაპირი შემცვლელი. შეკრება ჩატარდება და შემდეგ ვნახავთ. კვარაცხელიაც ჯერ არსად წასულა. ამიტომ, სხვადასხვა ვარიანტებს გავითვალისწინებთ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან? შეინარჩუნებთ კონტაქტს, როგორც გოლოვინთან და ოდეგაარდთან?
- შესანიშნავი ურთიერთობა. ხვიჩა ცუდად საუბრობს რუსულ და ინგლისურ ენებზე. ვშიშობ, ქართული ენის სწავლა მომიწევს მასთან კონტაქტის შესანარჩუნებლად.
- გახდება თუ არა ენობრივი ბარიერი მისთვის პრობლემა ევროპაში?
- ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ინგლისური ენა 45 წლის ასაკში ვისწავლე. 20 წლის ახალგაზრდა კაცი ვალდებულია ისწავლოს. გოლოვინი „მონაკოში“ რომ გადავიდა, ენა საერთოდ არ იცოდა, მირანჩუკმაც იტალიაში წასვლისას ცუდად იცოდა. თუ ხვიჩა ინგლისურს ისწავლის, მაშინ კომუნიკაციას გავაგრძელებთ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და მან აწ დასრულებულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.