ფეხბურთი

20:09 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას "შახტარი" იტალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რობერტო დე ძერბიმ ჩაიბარა. უკრაინული გუნდის ვებგვერდის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დე ძერბი „შახტარის“ ისტორიაში 34-ე მწვრთნელია. ის ბოლოს „სასუოლოს“ წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებითაც - მოკრძალებულ იტალიურ კლუბს კონფერენს ლიგაზე გასასვლელად ერთადერთი ქულა დააკლდა.

დე ძერბის აქამდე „სასუოლოს“ გარდა, „ფოჯაში“, „პალერმოსა“ და „ბენევენტოში“ უმუშავია. შეგახსენებთ, „შახტარის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა იცავს.

0.114997