ესპანური „სევილიას“ ხელმძღვანელობა ყაზანის „რუბინს“ დაუკავშირდა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Fichajes.net-ი ავრცელებს.
ანდალუსიელები მზად არიან ქართველი ფეხბურთელი ფეხბურთელისთვის 15-დან 20 მილიონ ევრომდე გადაიხადონ. ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული დეტალი უცნობია.
ხვიჩას გადაბირებით დაინტერესებული „სევილიას“ გარდა, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ლიდს იუნაიტედიც“ არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და მან აწ დასრულებულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რუბინის გვერდზე წერია რომ ისინი ისეთ გუნდს მიანიჭებენ უპირატესობას ვინც 20 მილიონს გადაიხდის და ხვიჩას იჯარით დატოვებს რუბინში 1 წლით ან 6 თვით
სევილია იდეალური ვარიანტი იქნება, ისევე, როგორც ლიდსი, მაგრამ კვარას ტექნიკურობიდან გამომდინარე, მაინც ესპანეთის პრიმერა აჯობებს მისთვის, ბრიტანეთში უფრო ხისტი და ძალისმიერი თამაშია და შეიძლება მაგრად დაამტვრიონ.
და ბოლოს, ამდენი ჭორის წერას და აჟიოტაჟს რომ შევეშვათ და ამ ბიჭს მშვიდად ცხოვრება ვაცალოთ არ შეიძლება? უკვე ჩემთვის არის მომაბეზრებელი ეს ყველაფერი და ხვიჩას კიდევ უფრო ზედმეტად ძაბავს ალბათ.
მან აწ დასრულებულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა. ეს არ გამოგრჩთ ხოლმე
იმედია კარგ გუნდში გადავა ხვიჩა და იქ ისეთივე სტაბილური იქნება, როგორც მასზე დაწერილი სტატიების ბოლო აბზაცი
))