ფეხბურთი

16:52 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

ინგლისის ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია. გარეთ საუთგეითმა გუნდში 33 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის კი 3 დებიუტანტია. მან მოთამაშეები 17 სხვადასხვა გუნდიდან გამოიძახა, ყველაზე მეტი - 6 წარმომადგენელი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჰყავს, რომელსაც 4 ფეხბურთელით თანაქალაქელი „მანჩესტერ სიტი“, ხოლო 3-3 ფეხბურთელით „ჩელსი“ და „ევერტონი“ მიყვებიან.

50 წლის სპეციალისტს ევროპის ჩემპიონატისთვის გამოძახებული ფეხბურთელებიდან 26-კაციანი სიის შერჩევა მოუწევს. თუმცა კონტინენტის პირველობამდე ისინი ორ ამხანაგურ შეხვედრას ავსტრისა და რუმინეთის ნაკრებთან - შესაბამისად 2 და 6 ივნისს ჩაატარებენ.

რაც შეეხება ამ ეტაპისთვის 33-კაციანიი განაცხადი შემდეგნაირია:

მეკარეები: დინ ჰენდერსონი („მანჩესტერ იუნაიტედი“) სემ ჯონსტონი („ვესტ ბრომვიჩი“), ჯორდან პიკფორდი („ევერტონი“), აარონ რამსდეილი („შეფილდ იუნაიტედი“)

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი („ლივერპული“), ბენ ჩილუელი („ჩელსი“), კონორ კოდი („ვულვზი“), ბენ გოდფრი („ევერტონი“), რის ჯეიმსი („ჩელსი“), ჰარი მაგუაირი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ტაირონ მინგსი („ასტონ ვილა“), ლუკ შოუ („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჯონ სტოუნსი („მანჩესტერ სიტი“), კირან ტრიპიერი („ატლეტიკო“), კაილ უოკერი („მანჩესტერ სიტი“), ბენ უაითი („ბრაიტონი“)

ნახევარმცველები: ჯუდ ბილინგემი („დორტმუნდი“), ფილ ფოდენი („მანჩესტერ სიტი“), ჯეკ გრილიში („ასტონ ვილა“), ჯორდან ჰენდერსონი („ლივერპული“), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი), მეისონ მაუნთი (ჩელსი), კალვინ ფილიპსი („ლიდსი“), დეკლან რაისი („ვესტ ჰემი“), ბუკაიო საკა („არსენალი“), ჯეიდონ სანჩო („დორტმუნდი“), ჯეიმს უორდ-პრაუსი („საუთჰემპტონი“)

თავდამსხმელები: დომინიკ კალვერტ-ლიუინი („ევერტონი“), მეისონ გრინვუდი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“), რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ოლი უოტკინსი („ასტონ ვილა“).

0.117799