ფეხბურთი

15:46 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნემსაძემ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის „დინამომ“ გორში „დილასთან“ 0:2 წააგო. თანაც ძალიან ცუდად ითამაშა. ეს მატჩი ბოლო გამოდგა დინამოელთა აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელისთვის, გიორგი ნემსაძისთვის ამ პოსტზე.

მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ და მოსახდენი მოხდა. მიზეზებზე მოგვიანებით.

ეს ინფორმაცია „დინამოს“ ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ნემსაძე „დინამოდან“ არ წასულა. ის კლუბის სპორტული დირექტორის მოვალეობას შეასრულებს.

0.1164