ფეხბურთი

11:25 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიფციგს“ კლუივერტის გამოსყიდვა სურს

გერმანული „ლაიფციგი,“ რომელშიც იჯარის წესით „რომას“ შემტევი, ჯასთინ კლუივერტი თამაშობს, მზადაა ფეხბურთელი გამოისყიდოს - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, გერმანულ კლუბს შეუძლია ნიდერლანდელში „რომას“ 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ახლახან დასრულებულ სეზონში კლუივერტმა „ხარების“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ, დაინტერესებულია კლუივერტის გუნდში დაბრუნებით.

კლუივერტი „რომაში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა „აიაქსიდან.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116834