ფეხბურთი

10:51 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა პოჩეტინოს დაბრუნებას ფიქრობს

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელები მზად არიან განიხილონ 49 წლის არგენტინელი სპეციალისტის, ამჟამად „პარი სენ-ჟერმენის“ თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს გუნდის მთავარ მწვრთნელად დაბრუნების საკითხი - გვამცნობს The Independent.

წყაროს ინფორმაციით, „დეზების“ მამები ამ გადაწყვეტილებამდე გუნდიდან ჰარი კეინის შესაძლო წასვლის საშიშროებამ მიიყვანა. პოჩეტინოს დაბრუნების შემთხვევაში კი კაპიტანმა შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს.

პოჩეტინო კი, პარიზულ კლუბში მუშაობით ბედნიერი არ ყოფილა და თუ შეთავაზება მიიღო, ეგებ ინგლისში სიხარულითაც დაბრუნდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109877