ფეხბურთი

1:40 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძის გოლი ყაზახეთში (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის "ტობოლმა" სტუმრად ყარაგანდის "შახტიორი" 3:0 დაამარცხა.

ლობჯანიძე მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა და 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან ბურთი მეტოქეს წაართვა და საკმაოდ ეფექტური გოლი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეათე მატჩში ელგუჯამ თავი მეორედ გამოიჩინა.

"ტობოლი" 13 ტურის თავზე 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ასტანას" ხუთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101112