ფეხბურთი

16:05 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმი" ოთარ კიტეიშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს

გრაცის "შტურმს" ოთარ კიტეიშვილის შენარჩუნება სურს. ავსტრიულმა კლუბმა სეზონი ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობას მომდევნო სეზონის დასაგეგმად დრო საკმარისად აქვს. მათი ერთ-ერთი მიზანი ქართველი ნახევარმცველის შენარჩუნებაა. კიტეს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და გრაცელებმა ეს ხელშეკრულება ან უნდა განაახლონ, ან ამ ზაფხულს უნდა გაასხვისონ. ავსტრიელთა სპორტულ დირექტორ ანდრეას შიკერს იმედი აქვს, რომ 25 წლის ქართველი შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება და კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

"ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ. კონსულტანტებთან საუბარიც კარგად წარიმართა. ოთარი "შტურმის" მადლიერია და იცის, რომ "შტურმმა" მასში შედარებით მაღალი სატრანსფერო ფასი გადაიხადა", - თქვა შიკერმა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიულ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა ბუნდესლიგაში 7 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. 2018 წლიდან კიტეიშვილის ანგარიშზე "შტურმის" მაისურით 96 მატჩში 18 გოლი და 17 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113114