ფეხბურთი

13:41 | 24.05.2021 | ნანახია NaN - ჯერ

სტეფანო პიოლი: "მეორე ადგილი დამსახურებულად დავიკავეთ"

იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა მეორე ადგილი დამსახურებულად დაიკავა.

"დავამტკიცეთ, რომ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ვიმსახურებთ, მთელი სეზონი ზედა ნაწილში გავატარეთ. "კალიარისთან" მატჩპოინტი გავანიავეთ, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი კლუბს საშუალება მომცა კარგად მემუშავა და მხარი დაგვიჭირა.

ჩვენ ნახევარი სეზონი ზლატანის გარეშე ვითამაშეთ და მაინტერესებს, სხვა გუნდებს გუნდის ლიდერი ნახევარი სეზონი რომ არ ჰყავდეთ, როგორ შედეგებს აჩვენებენ. ახლა უნდა დავტკბეთ იმით, რაც გავაკეთეთ, შემდეგ ვეცდებით განვითარებას. ხელმძღვანელობა მზად იქნება საქმე სწორად გააკეთოს", - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" 79 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, მეხუთეადგილოსან "ნაპოლის" კი მხოლოდ 2 ქულით აჯობა. "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:53 | 02.04.2016
mushni (93569)

ვიკაშეეეეეეეეეეეეეეეე

11:47 | 01.04.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

ვავა . . , უკან-უკან მიდის WTA-ს საQმე , ამათ ფინალში რა უნდათ X_X x_x

05:53 | 02.04.2016
mushni (93569)

ძმა რაგბზე ამბობ ხომDDDDDDDDDD ბელარუსია რუსეთი იგულისხმე DDDDDDDDDDDD

03:14 | 02.04.2016
fanatic (1105)

აზარენკას რა უნდა ფინალში? ეგ სულ ფინალში უნდა იყოს )

12:22 | 01.04.2016
Djoko (9552)

და ვის უნდა ფინალში აბაააა???

0.067844