ფეხბურთი

12:33 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბუცი მოიგო

2020-2021 წლების საფეხბურთო სეზონი პრაქტიკულად დასრულდა და გაირკვა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბუცი მოიგო.

პოლონელი ფორვარდი კუთვნილ ჯილდოს წლის ბოლოს მიიღებს, მაგრამ მას ტიტულში ვერავინ შეეცილება. ტოპჩემპიონატებში ერთი გოლი 2 ქულას ფასდება, ლევანდოვსკიმ კი ბუნდესლიგაში 41 გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ 82 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით იმარჯვა.

ოქროს ბუცი 2020-2021:

1. რობერტო ლევანდოვსკი (ბაიერნი) - 41 გოლი (82 ქულა, კოეფიციენტი 2)

2. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 30 (60)

3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) - 29 (58)

4. ანდრე სილვა (აინტრახტი) - 27 (54)

5-6. კილიან მბაპე (პსჟ) - 25 (50)

5-6. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი) - 25 (50)

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ოქროს ბუცი რომის "ლაციოს" თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ მოიგო.

0.129619