ფეხბურთი

11:39 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "ვფიქრობ, დავიმსახურე "იუვენტუსში" ისევ მუშაობა, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ"

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი არ ფიქრობს, რომ კლუბი უნდა დატოვოს. მისი თქმით, მუშაობის გაგრძელება უნდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი მიიღებს და არა თვითონ.

"საკუთარი თავი მომდევნო სეზონშიც აქ 100%-ით წარმომიდგენია, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამას გადაწყვეტს. ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებით უნდა ვიხაროთ და შემდეგ გვექნება დრო, რომ კლუბთან მომავალზე ვისაუბრო.

ჩვენ სწორ გზაზე ვარ, როდესაც 11-ვე ფეხბურთელი ერთი მიზნისთვის იბრძვის. თუ არსებობს გუნდური სამუშაოს შესრულების სურვილი, მაშინ შედეგის მიღწევა უფრო ადვილია. მომდევნო სეზონში წარმომიდგენია უფრო ძლიერი "იუვე", გუნდი, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული იქნება და საკუთარ ძალებს ირწმუნებს", - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ სადებიუტო სეზონში ორი ტიტული მოიგო (იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი), ჩემპიონთა ლიგაზე "იუვე" მერვედფინალში გავარდა, ხოლო სერია A-ში 78 ქულით "ატალანტასთან" მესამე-მეოთხე ადგილი გაიყო და მეორეადგილოსან "მილანს" ერთადერთი ქულით ჩამორჩა.

0.111189