ფეხბურთი

10:25 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯენარო გატუზო "ნაპოლიდან" დაითხოვეს

იტალიური "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯენარო გატუზო გაათავისუფლეს. ეს მას მერე მოხდა, რაც ნეაპოლურმა გუნდმა "ვერონა" ვერ დაამარცხა (1:1) და ჩემპიონთა ლიგის მიღმაც ამ დაკარგული ორი ქულის გამო დარჩა.

ეს ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გაავრცელა:

"ძვირფასო რინო, ბედნიერი ვარ, რომ შენთან ერთად თითქმის ორი სეზონი გავატარე. მადლობას გიხდი მუშაობისთვის და წარმატებებს გისურვებ, სადაც არ უნდა წახვიდე", - დაწერა დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ "ნაპოლი" 2019 წელს ჩაიბარა. ვინ შეცვლის მას ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ იტალიური მედია ბოლო დღეებია ნეაპოლურ გუნდს აქტიურად მასიმილიანო ალეგრის უკავშირებს.

0.118537