ფეხბურთი

22:48 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" "დინამო თბილისს" მოუგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" გორის "დილას" ესტუმრა და იდეალური შანსი ჰქონდა სანაკრებო პაუზაზე ერთპიროვნული ლიდერის რანგში გასულიყო. ამისთვის გიორგი ნემსაძის გუნდს ქულაც ჰყოფნიდა მას მერე, რაც "დინამო ბათუმი" "ლოკომოტივთან" დამარცხდა.

თუმცა, თბილისელებმა პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულეს და მარცხი განიცადეს. გორის "დილაც" მოტივირებული იყო, შანსი ჰქონდა ლიდერებს მიახლოვებოდა, თანაც ბოლო ორი თამაში წაგებული ჰქონდა და ხასიათის გამოკეთება სურდა.

გორელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ანგარიში 70-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა, ხოლო მალევე ირაკლი ბიძინაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა და ყველაფერი ნათელი გახდა.

"დინამო თბილისს" 31 ქულა აქვს "დინამო ბათუმის" დარად, ხოლო გორის "დილას" აქტივში 25 ქულაა და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

"დილა" - "დინამო თბილისი" 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ღუდუშაური (70), 2:0 ბიძინაშვილი (74)

0.123689