ჭიდაობა

22:15 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქაცანაშვილის ვერცხლი და რიკაძის ბრინჯაო ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლო საშეჯიბრო დღეს გიორგი ქაცანაშვილმა ვერცხლის მედალი, ხოლო აივენგო რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალში იჭიდავა გიორგი ქაცანაშვილი (92 კგ), რომელმაც ხორვატი ფილიპ სმეტკო 8:0, გერმანელი პატრიკ ნოიმაიერი 5:1, ავსტრიელი მარკუს რაგინგერი 6:2 და ჩეხი ონდრეი დადაკი 4:3 დაამარცხა, ფინალში კი რუს არტურ სარგსიანს დაუპირისპირდა და 0:9 დამარცხდა, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა აივენგო რიკაძე (82 კგ), რომელმაც ესტონელი რანეტ კაიოლა (6:0) და უკრაინელი დმიტრო გარდუბეი 3:1 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში უნგრელ ტამას ლევაისთან 1:2 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ხალიჩაზე, სადაც ბერძენ დიმიტრიოს ცომპანუდისი 11:2 გაანადგურა.

72 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ოთარ აბულაძე, რომელმაც რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ხასაი ჰასანლის 5:1 აჯობა, მაგრამ მედლისთვის შეხვედრა რუს სერგეი კუტუზოვთან 0:9 წააგო.

ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

0.120365