ფეხბურთი

11:08 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ხელმძღვანელობას შევხვდები და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

"ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს გულშემატკივრებს, ყოველთვის გუნდის უკან დგანან და ვფიქრობ, რომ ყველა მათგანს შეუძლია ჩვენით იამაყონ. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და ამაყი ვარ. მადრიდის "ატლეტიკოს" უნდა მივულოცოთ. საბოლოოდ, ვინც იმარჯვებს, ის იმსახურებს. მათ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს.

მომავალი? აქ მთავარი მე არ ვარ. მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქრო, რაც გავაკეთეთ, მერე კი დრო იქნება. მშვიდად, გავესაუბრები ხელმძღვანელობას, მაგრამ ახლა არა. მომდევნო დღეებში შევხვდები მენეჯმენტს და ვნახოთ რა მოხდება. ამ მომენტში ჩემი განწყობა არეულია", - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალმა" სეზონი უტიტულოდ დაასრულა - ლა ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში გამოეთიშა და ვერც ესპანეთის თასზე მიაღწია წარმატებას. ზიდანს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121774