კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მშვიდადაა და ფიქრობს, რომ ის ესპანურ გრანდში მომდევნო სეზონშიც იმუშავებს. როგორც კუმანმა სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ თქვა, თუ კლუბს ცვლილება სურს, პირველ რიგში მასთან უნდა ისაუბროს და ეს ამბავი აცნობოს, რაც არ მომხდარა.
"ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბოლო თამაში არ იყო "ბარსელონაში", გუნდთან კონტრაქტი მაქვს. ამ თემაზე ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ მშვიდად ვარ. თუ ხელმძღვანელობას რაღაცის შეცვლა უნდა, ჩემთან უნდა ილაპარაკოს. ჩემი აზრით, ეს შემადგენლობა არ არის იმ დონის, რასაც "ბარსელონაში" შეჩვეულები ვართ. კლუბში ბევრი ადამიანი ასე ფიქრობ. არიან ასაკოვანი ფეხბურთელები, რომლებსაც პატივს ვცემ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გუნდის დონეზე დგანან და არიან ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კარგები არიან. თუმცა, გუნდი არ არის სრულყოფილი, გვჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც შეტევის ზონაში უფრო ეფექტური იქნება. სეზონი არ იყო ცუდი, მაგრამ არც საუკეთესო იყო, რისი სურვილიც გვქონდა. მაგრამ არ შეიძლება მოითხოვო მაქსიმალური ყოველწლიურად და განსაკუთრებით გუნდისგან, რომელიც ფორმირების პროცესშია. ბევრი ახალგაზრდა გვყავს, ახალგაზრდული გუნდი ვართ "რეალისგან" და "ბარსელონასგან" განსხვავებული", - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, "ბარსელონამ" რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ესპანეთის თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.