ამერიკელმა კორი გოფმა პარმას (იტალია) ტურნირი ორმაგი გამარჯვებით დაასრულა - ერთეულებში გამარჯვების შემდეგ, მან წყვილებშიც მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ოლიმპიურ საგზურს. 17 წლის ჩოგბურთელისთვის, ეს პროფესიონალურ ჩოგბურთში მეორე ტიტულია.
ემილია-რომანიას ღია პირველობის ფინალში, გოფმა 6-1, 6-3 მოუგო ჩინელ ქიან ვანს, რისთვისაც მხოლოდ საათი და 14 წუთი დასჭირდა. თიხის კორტზე ეს გოფის პირველი ტრიუმფია და ეს გამარჯვება მან საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე მოიპოვა, რაც თავდაჯერებულებას შემატებს. რამდენიმე დღით ადრე, გოფმა რომის ტურნირის ნახევარფინალს მიაღწია.
პარმას ტურნირზე გოფმა მხოლოდ ერთი სეტი წააგო, ვანთან შეხვედრაში კი მცირე პრობლემაც არ შექმნია. ამერიკელი პირველ სეტში უბადლოდ აწოდებდა და მოგება არ გასჭირვებია. მეორე სეტში ჩინელისგან წინააღმდეგობას და ოთხჯერ ბრეიკ პოინტის მოგერიებაც დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვებას მიაღწია.
მოგვიანებით, ამერიკელ ქეითი მაკნელისთან ერთად, წყვილების ტურნრიც მოიგო. ფინალში მათ აღმოსავლეთ ევროპელების, ანდრეია კლეპაჩის (სლოვენია) და დარია იურაკის (ხორვატია) წყვილი 6-3 6-2 დაამარცხეს.
ამ გამარჯვებით, გოფმა რეიტინგში 25-ე ადგილზე გადაინაცვლა.