ფეხბურთი

23:09 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვიდი წლის შემდეგ

CAMPEONESSSS - ღრიალებდა თამაშის შემდეგ ლუის სუარესი, ურუგვაელი ემოციებს ვერ იოკებდა. სეზონის წინ „ბარსელონადან“ ისე გამოუშვეს, არც გაუფრთხილებიათ. ის კი „ატლეტიკოშიც“ არ დაიბნა, პრიმერას 32 მატჩში 21 ბურთი გაიტანა (მათ შორის, ერთი საჩემპიონო) და 3 საგოლე პასით გამოირჩა. (ბომბარდირი 30 გოლით ბარსელონელი ლიონელ მესი გახდა).

„ატლეტიკომ“ შვიდი წლის შემდეგ დაიბრუნა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ტურნირი კარგად დაიწყეს, მაგრამ ნელ-ნელა ტემპს უკლეს და ბევრი საჭირო ქულა გაანიავეს. შედეგად, ერთი თვის წინათ რომ გეთქვათ ატლეტიკოელები პირველ ადგილს შეინარჩუნებენო, ალბათ ბევრი არ დაგიჯერებდათ.

აი, სეზონის ბოლო კი ყოჩაღად ჩაატარეს, თუმცა გამარჯვებები ერთობ მძიმედ მოიპოვეს. წინა ტურში „ოსასუნასთან“ შინ 82-ე წუთამდე აგებდნენ და ბოლოსკენ გატეხეს მეტოქე.

ამჯერადაც ისტორია თითქმის გამეორდა. მასპინძელი ვალიადოლიდელები უკვე მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. მაგრამ მეორე ნახევარი სტუმრებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც. ანხელ კორეამ 57-ზე გაათანაბრა, ათ წუთში კი სუარესი აღმოჩნდა მეკარე ხორდი მასიპის პირისპირ და შანსი ხელიდან არ გაუშვია.

„ატლეტიკომ“ 86 ქულა მოაგროვა და მეთერთმეტედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

„რეალმა“ დიდი გაჭირვებით მოუგო „ვილიარეალს“ – 2:1. თავიდან აგებდნენ კიდეც და რაღაც ინერტულად ირჯებოდნენ, თითქოს საჩემპიონო კი არა, უბრალო თამაშიაო. არ ჰყოფნიდათ შემტევი იდეები, ჟინი.

მეორე ტაიმში კი გამოსწორდნენ. ვერ ვიტყვით, რომ თამაშის სიუჟეტი ძალიან შეიცვალა, მაგრამ მადრიდელთა შეტევებმა იმატა. ბენზემამ გაათანაბრა კიდეც 55-ე წუთზე მაგრამ, ვიდეოარბიტრმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩაუათვალა.

მოგვიანებით ფრანგმა მაინც გამოიჩინა თავი, როცა საჯარიმოს სიახლოვიდან მარჯვენა „ცხრიანში“ ჩასვა ბურთი. უკვე წამატებულ წუთებზე კი ლუკა მოდრიჩმა გაიტანა გამარჯვებისა. მაგრამ ამ მოგებამ „სამეფო კლუბს“ მაინც არ უშველა. ზინდინ ზიდანის გუნდი 84 ქულით მეორე ადგილზე დარჩა.

79-ქულიანმა „ბარსელონამ“ კი მესამე ადგილზე დაასრულა სეზონი.

პრიმერა „უესკამ,“ „ვალიადოლიდმა“ და „ეიბარმა“ დატოვეს.

ესპანეთი

პრიმერა. 38-ე ტური. 22 მაისი

ვალიადოლიდი - ატლეტიკო 1:2

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“

1:0 პლანო (18), 1:1 კორეა (57), 1:2 ლუის სუარესი (67)

ვალიადოლოდი: მასიპი, იანკო (ჰერვიასი 82), ოლივასი, ელ-იამიკი, ოლასა, პლანო, ფედე (კიკე პერესი 82), მესა (მიჩელი 62), ტონი ვილია (ჟოტა 62), ანდრე (სერხი გვარდიოლა 62), ვაისმანი

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ატლეტიკო: ობლაკი, ხიმენესი, ფელიპე, ერმოსო (ლოდი 63), ტრიპიერი, საული (ფელიში 63), კარსაკო, კოკე, ლორენტე (კონდოგბია 79), კორეა (ერერა 85), ლუის სუარესი

მწვღთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხოსე მარტინესი

გაფრთხილება: ანდრე (55), ელ-იამიკი (70), მიჩელი (74), ფედე (78); ფელიში (78), ფელიპე (83), ლოდი (87)

რეალი - ვილიარეალი 2:1

მადრიდი, „ალფრედო დი სტეფანო“

0:1 პინო (20), 1:1 ბენზემა (87), 2:1 მოდრიჩი (90+2)

რეალი: კურტუა, ოდრიოსოლა (ნაჩო 68), ვარანი, მილიტაო, გუტიერესი (მარსელო 68) , ვალვერდე, კაზემირო (დიასი 68), მოდრიჩი, ასენსიო (ისკო 56), ვინისიუსი (როდრიგო 56), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ვილიარეალი: რული, გასპერი, ალბიოლი, პაუ ტორესი, პედრასა, კაპუ (პენია 66), პარეხო, ტრიგეროსი (მოი გომესი 86), პინო (რაბა 81), ბაკა (კოკლენი 66), მორენო (ალკასერი 81)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ხოსე მონტერო

გაფრთხილება არ ყოფილა

ეიბარი - ბარსელონა 0:1

ეიბარი. „ესტადიო მუნისიპალ დე იპურუა“

0:1 გრიზმანი (81)

ეიბარი: იოელი, ოლივეირა (ბიგასი 76), კორეა (პოსო 76), არბილია, სოარეში, დიოპი (ალვარესი 62), ატენსა, ინუი, ხილი (ლეონი 46), გარსია, ენრიხი (გონსალესი 77)

მწვრთნელი: ხოსე ლუის ეჩებერია

ბარსელონა: ნეტო, დესტი, მინგესა (უმტიტი 46), დე იონგი (პიანიჩი 74), არაუხო, ფირპო (ალბა 46), ბუსკეტსი, მორიბა (პუჩი 55), ტრინკაო (ბრაითვეიტი 46), დემბელე, გრიზმანი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: ხაიმე ლატრე

გაფრთხილება: ფირპო (23), ბუსკეტსი (74), არაუხო (78)

უესკა - ვალენსია 0:0

ელჩე - ბილბაო 2:0

1:0 ბოიე (28), 2:0 გუტი (73)

ოსასუნა - სოსიედადი 0:1

0:1 ხუან პერესი (86 საკ. კარში)

სელტა - ბეტისი 2:3

1:0 ასპასი (32 პენ), 2:0 მენდესი (49), 2:1 იგლესიასი (53 პენ), 2:2 ფეკირი (69), 2:3 რუისი (73)

გაძევება: ტელიო (76) - ბეტისი

0.176456