ფეხბურთი

13:57 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: "რონალდუ ევრო 2024-ზე ითამაშებს? შეხედეთ ბუფონს, 43 წლის ასაკში ტიტულებს იგებს"

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მან კრიშტიანუ რონალდუზეც გააკეთა კომენტარი და კერძოდ, ითამაშებს თუ არა კრიშტიანუ 2024 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც, როდესაც 39 წლის იქნება.

"რონალდუ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე თუ ითამაშებს? ვსაუბრობთ იმაზე, 3 წლის მერე რა შეიძლება მოხდეს, პროგნოზის გაკეთება ადვილი არ არის. არ ვიცი, იქნება თუ არა კრიშტიანუ ევრო 2024-ზე, ეს ყველაფერი მის ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენთან ერთად იქნება, მერე კი ვნახოთ. ოთხშაბათს ჩვენ ვნახეთ ბუფონი, რომელმაც თასი 43 წლისამ ასწია. მართალია, ის მეკარეა, მაგრამ გარკვეული მიზნების მისაღწევად მოტივაცია მთავარია.

კრიშტიანუ საომარი მანქანა და წარმოუდგენელი სპორტსმენია. ის სხეულს დიდებულად უვლის, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და არაჩვეულებრივი სპორტსმენია. ევრო 2020? ტიტულის მოსაგებად წავალთ, შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, პორტუგალია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია", - თქვა სანტუშმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.116603