ფეხბურთი

14:30 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის უჩვეულო მეორე მეკარის ფუნქციაც ბრწყინვალედ შევასრულე"

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მისთვის ბოლო ორი სეზონი ადვილი არ იყო იმის გამო, რომ მეორე მეკარის ფუნქცია ჰქონდა. თუმცა, მან ეს გამოწვევა მიიღო და მისთვის უჩვეულო როლსაც თავი დიდებულად გაართვა.

"დარწმუნებული ვარ, რომ "იუვეს" მივანიჭე პროფესიონალიზმის, სერიოზულობა და საიმედოობის მაქსიმალური დონე. მე ვიყავი ბიჭი, სერიოზული პროფესიონალი, რომლის იმედიც ყოველთვის შეიძლებოდა გქონოდა. ჩემნაირი ადამიანისთვის მარტივი არ იყო კულისებში ყოფნა და მეორე მეკარის როლი. მე ეს დიდი ენთუზიაზმით გავაკეთე, პირველ რიგში საკუთარი თავის, როგორც პიროვნების პატივისცემის გამო, შემდეგ მათთვის, ვინც მენდობოდა და ჩემი თანაგუნდელების გამო - მეკარეების მწვრთნელ ფილიპის, შჩესნისა და პინსოლიოს გამო. ადვილი არ იყო დროის შემცირება, განზე გადგომა, განათებული სცენის დატოვება, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ეს ტესტი ბრწყინვალედ ჩავაბარე და მეორე მეკარის როლსაც თავი საიმედოდ გავართვი", - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბუფონმა "იუვენტუსში" ყველა ტურნირზე 14 თამაში ჩაატარა და აღსანიშნავია, რომ ამ მატჩებში ტურინულ გრანდს მარცხი არ განუცდია (12 მოგება, 2 ფრე). ჯიჯიმ "ბიანკონერის" 2001 წლიდან დღემდე ღირსება 685 მატჩში დაიცვა და ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115138