სხვა

2:24 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიური ჯერ უაილდერს შეხვდება

სულ ერთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას ბრძოლის ადგილად საუდის არაბეთი გამოცხადდა, თარიღად კი 14 აგვისტო, რაც სპორტის საქმეთა საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ WBC-ს ჩემპიონ ფიურის, ჯერ დეონტეი უაილდერთან მესამე შეხვედრა აქვს გასამართი.

მალევე „ტოპ რენკის“ პრომოუტერმა ბობ არუმმა გამოაცხადა, რომ ფიურის და უაილდერის ბრძოლას ლას ვეგასი 24 ივლისს უმასპინძლებს და თუ ბრიტანელი გაიმარჯვებს, თანამემამულე ჯოშუას ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას ნოემბერში, ან დეკემბერში გაუმართავს.

იესპიენის ბენ ბეიბიმ განაცხადა, რომ ფიურის და უაილდერის წარმომადგენლებმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამასთან, ალტერნატიულ თარიღად 14 აგვისტო გამოცხადდა. სავარაუდოდ, მხარეებს შორის კონტრაქტი ამ დღეებში გაფორმდება.

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უაილდერმა ფიურის შესთავაზა, რომ მასთან შეხვედრის გადადებას დათანხმდებოდა, თუ ამის საფასურად, 20 მილიონ დოლარს მიიღებდა.

იმის გამო, რომ ფიურისთან შეხვედრა გადაიდო, ჯოშუა WBO-ის პრეტენდენტს, უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს შეხვდება. სავარაუდოდ, მათი ბრძოლის თარიღი, ფიური-უაილდერის შეხვედრისას დაემთხვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112639