ჭიდაობა

1:15 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭკუასელიძე ოქროსთვის და აბულაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) ფინალში გავიდა და ოქრის მედლისთვის იბრძოლებს.

ჭკუასელიძემ ნიდერლანდელ ტაირონ სტერკენბურგს 10:1 აჯობა, რასაც ბულგარელ სვეტოსლავ ნიკოლოვთან გამარჯვება მოჰყვა (10:0), ნახევარფინალში თემურმა სომეხი გევორქ ტადევოსიანი 8:0 დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე რუსი ალექსანდრ კომაროვი იქნება.

ლერი აბულაძე (63 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭდავებს. მან გერმანიელი ანდრეი გინჩი (9:0) და რუმინელი ალექსანდრუ ტრანდაფირი (8:0) ადვილად დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში სომეხ ჰრაჩ პოღოსიანთან ბოლო ქულის გამო წააგო (1:1) და ბრინჯაოსთვის რეპეშაჟის გამარჯვებულს შეხვდება.

მედლის შანსი აქვს ნიკოლოზ ჩხაიძესაც (77 კგ), რომელმაც უნგრელ მორიჩ კისმონის 9:1 აჯობა, რუს სერგეი სტეპანოვთან 0:6 წააგო და ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ჩხაიძე რეპეშაჟში იჭიდავებს.

პირველივე წრეში მოლდოველ არტიომ დელანუსთან წააგო რამაზ სილაგავამ (2:7) და ასპარეზობას გამეოთიშა. ასევე წარუმატებლად იჭიდავა მათე გოქაძემ, რომელიც პირველივე შეხვედრაში გერმანელ ფრანც რიხტერთან დამარცხდა (3:7).
მედლების შაბათს გათამაშდება და გარდა ამისა, წინასწარი შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება.

0.119356