ფეხბურთი

21:31 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

აზარი "ვილიარეალთან" ვერ ითამაშებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი ედენ აზარი "ვილიარეალთან" გასამართ ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს დაზიანების გამო გამოტოვებს. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, ბელგიელს სერიოზული ტრავმა არ აქვს და დასვენების საშუალება მისცეს.

მიმდინარე სეზონში აზარმა მოედანზე მხოლოდ 886 წუთი გაატარა და 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ედენმა აღნიშნულ მატჩებში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.120457