ფეხბურთი

17:44 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "შეიძლება "რეალი" ჩემს გარეშე უკეთესი გუნდი იყოს"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ახლა მომავალზე საუბრის დრო არ არის და მხოლოდ "ვილიარეალთან" თამაშზე ფიქრობს.

"მთავარი არ არის მე ან სხვა დარჩებით თუ არა აქ. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. მომავალზე კიდევ ვისაუბრებთ, ხვალ თამაში გვაქვს. საუბრის დრო არ არის, რადგან ენერგია ხვალიდენლი მატჩისკენაა მიმართული.

ფეხბურთელებთან წასვლაზე არ მისაუბრია, ვიმეორებ, მთავარი "ვილიარეალთან" თამაშია. ეს საუკეთესო კლუბია, სადაც ვყოფილვარ და ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი "რეალისთვის". შეიძლება "რეალი" ჩემს გარეშე უკეთესი იყოს? რა თქმა უნდა, შეიძლება", - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს "რეალთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ უცნობია დარჩება თუ არა კლუბში მომდევნო სეზონშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113458